- არ შეგიძლიათ ამ რაოდენობის დამატება კალათაში — ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 ცალი, ხოლო თქვენ გსურთ 1 ცალი. კალათის ნახვა
მართვის/მმართბველობითი/ ფსიქოლოგია
20,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
240 |
ISBN |
9789941921308 |
მარაგში
სახელმძღვანელოს გამოცემა სრულიად შეესაბამება მართვის სოციოლოგიის, მენეჯმენტის სოციოლოგიის სასწავლო კურსების უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სტანდარტს. წიგნში წარმოდგენილია სამართავი მოქმედების ძირითადი პრინციპების გამოყენების თეორია და პრაქტიკა, რაც თანაფარდობაშია ცალკეული პიროვნებების, სოციალური ჯგუფების სოციალური ურთიერთობების თავისებურებებთან საზოგადოების ერთიან სისტემაში და მის ქვესისტემებში, სოციალური ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპებში.
სახელმძღვანელოს ტექსტში შეტანილია მასალები პროდუქტი-ული სამუშაოს შექმნის, მართვის ინფორმაციული უზრუნველყო-ფის, სტრატეგიული მართვის, რისკების, კონფლიქტების მართვის, ექსტრემალურ სიტუაციებში მართვის შესახებ.განიხილება მართვის სოციოლოგიის საგანი, მისი ფუნქციები და ადგილი სოციოლო-გიური ცოდნის სისტემაში, აღმოცენებისა და განვითარების ისტორია. ძირითადი ყურადღება ეთმობა სოციალური მართვის სისტემის, სხვადასხვა დონეებზე მისი თავისებურებების, მართვის სოციალური ინსტიტუტების, სოციალურ პოლიტიკასთან შეფარდე-ბის ანალიზს. მოცემულია სოციალური მართვის სოციოლოგიური შესწავლის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის დახასიათება,
გამოვლენილია სოციალური მართვის კავშირი ადამიანის უფლებე-ბთან, გაანალიზებულია განათლება, როგორც სოციალური მართვის საგანი, დადგენილია სოციალური მართვის, საზოგადოებრივი აზრის, მასობრივი კომუნიკაციის ურთიერთკავშირი.
მართვის როლი საზოგადოებაში ცხოვრების ყველა სფეროში ერთობ მნიშვნელოვანია. ქვეყნის მძიმე მდგომარეობა, მწვავე კრიზისები უმეტესწილად წარმოადგენს სოციალური მართვის სისტემის არასრულფასოვნების შედეგს. თანამედროვე მსოფლიოში სამართავი მოქმედების ორგანიზაციისა და რეალიზაციის პრობლემა სულ უფრო რთული ხდება. მართვა არ არსებობს თავისთავად, როგორც სრულიად დამოუკიდებელი პროცესი. იგი ცხოველმოქმედების უფრო ფართო სისტემაში ჩართულია აუცილებელი ელემენტის სახით. მართვა დღესდღეობით მოიცავს არა მხოლოდ საწარმოო პროცესებს, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს, წარმოადგენს სპეციფიკურ სოციალურ პროცესს. აქედან გამომდინარეობს სოციოლოგიური ცოდნის დახმარებით ამ პროცესის კვლევის ობიექტური აუცილებლობა.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტა-რული სპეციალობების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მენეჯერებისთვის, სოციოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, საწარმოთა ხელმძღვანელებისათვის.