მარკეტინგის ფსიქოლოგია

6,60 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

56

ISBN

9789941921315

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

აღწერა

განხილულია მარკეტინგის ფსიქოლოგიის არსი, თეორიული და გამოყენებითი საკითხები, როგორც ეფექტური მართვის პირობა. მოცემულია XXI საუკუნის დასაწყისის საბაზრო ეკონომიკის ფსიქოლოგიური დახასიათებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მასთან დამოკიდებულების თავისებურებები; ქვეყნების მენტალიტეტი; თანამედროვე პირობებში ეკონომიკისა და მარკეტინგის ფსიქოლო-გიური ანალიზი; მისი შემდგომი სრულყოფისა და ცივილიზებული ხასიათისათვის აუცილებელი, დასაბუთებული გზები.
წიგნში განხილულია ფირმის შიდა მარკეტინგული მენეჯმენტის საკითხები, მარკეტინგისა და მისი მენეჯმენტის განვითარება; წარმო-ების მარკეტინგი, მარკეტინგის ინოვაციური მენეჯმენტი. მარტივი და საინტერესო ენითაა გადმოცემული კომერციის ფსიქოლოგია:
• კომერცია და ფსიქოლოგია;
• მომხმარებლისა და მყიდველის ფსიქოლოგია;
• გასაღების სტიმულირება;
• რეკლამის ფსიქოლოგია;
• ფასობრივი პოლიტიკის ფსიქოლოგია;
• კლიენტთა მომსახურების ფსიქოლოგია;
მარკეტინგის ფსიქოლოგია
• ურთიერთობათა დამყარება;
• საქმიანი ინფორმაციების გაცვლის ფსიქოტექნოლოგიები.
საუბარია ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ფირმის იმიჯი და გასაღება. წიგნის ბოლოს მოცემულია – კითხვები და დავალებები თვითშემოწმებისა და განსჯისათვის.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ `მენეჯმენტის ორგანიზაციის~ `პერსონალის მართვის~ და `ფსიქოლოგიის~ სპეციალობებზე, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნეს-სკოლის მსმენელთათვის, მენეჯერებისა და მეწარმეების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.