მედიცინა ანტიკურ წყაროებში

20,00 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

408

ISBN

9789941974298

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 11510 კატეგორია:
აღწერა

წინამდებარე წიგნის მიზანი ანტიკური ხანის მედიცინისა და მასზე არსებული ლიტერატურული თუ მითოლოგიური წყაროების თავმოყრა და მიმოხილვაა. თავად ტერმინი ანტიკური, ლათინურიდანაა წარმომდგარი და ნიშნავს ძველს, თუმცა დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, მას გამოიყენებენ არა საერთოდ ადრეული, არამედ მხოლოდ ბერძნული, რომაული და მათ ორბიტაში მყოფი კულტურების აღსანიშნავად. წიგნში თავმოყრილია ჩვენთვის საინტერესო პასაჟები როგორც ბერძნული, ისე ლათინური ტექსტებიდან. ნაშრომი კოლხეთის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობებისა და კოლხური მედიცინის განხილვით იწყება, რადგან ძველი კოლხეთის მედიცინა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მით უმეტეს, რომ ქართველურ ტომთა ისტორიის უძველესი ხანების შესწავლის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობებს. ამასთანავე ძველი კოლხეთი სწორედ ბერძნულ-რომაული კულტურების ორბიტაში მოქცეული სამყაროა. წიგნში შეძლებისდაგვარად განხილულია ქართული ხალხური მედიცინა. ამ მხრივ ყურადღება გამახვილებულია ხევსურულ მედიცინაზე, როგორც კოლხური მედიცინის საიდუმლოებათა გამგრძელებელსა და მატარებელზე. საკითხის შესასწავლად ჩემთვის მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა ექიმ გიორგი თედორაძის 1930 და 1939 წლებში ორ ნაწილად გამოცემული წიგნები „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“, სადაც ავტორს აღწერილი აქვს ის ცოდნა-გამოცდილება, რაც ხუთი წლის მანძილზე ფშავ-ხევსურეთში ექიმად მუშაობისას დაუგროვდა. ნაშრომის შემდგომი ნაწილები ეთმობა როგორც არქაული, ისე კლასიკური ეპოქის ბერძნულ, ალექსანდრიულ და რომაულ მედიცინასა და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიმოხილვას