მენეჯმენტის ფსიქოლოგია

16,60 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

360

ISBN

9789941921322

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 13518 კატეგორია:
აღწერა

განხილულია მენეჯმენტის ფსიქოლოგიის არსი, თეორიული და გამოყენებითი საკითხები, როგორც ეფექტური მართვის პირობა. მოცემულია XXI საუკუნის დასაწყისის საბაზრო ეკონომიკის ფსი-ქოლოგიური დახასიათებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მასთან დამოკიდებულების თავისებურებები; ქვეყნების მენტალიტეტი; თანა-მედროვე პირობებში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფსიქოლოგიური ანალიზი; მისი შემდგომი სრულყოფისა და ცივილიზებული ხასიათისათვის აუცილებელი, დასაბუთებული გზები.
წიგნი შედგება 4 ნაწილისაგან.
თავი I-ში განხილულია მენეჯმენტი და მისი ფსიქოლოგიური შეფასება; მენეჯმენტის ფსიქოლოგიური შეფასების საფუძვლები; საწარმოსა და მენეჯმენტში ფსიქოლოგიური მოვლენები; ადამიანის ცხოვრებისეული წარმატების, პროფესიონალიზმისა და პროფესი-ული კარიერის ფსიქოლოგია; პროფესიონალიზმის ფსიქოლოგიური დახასიათება.
თავი II-ში გაშუქებულია ცივილიზებული მენეჯმენტის სოცია-ლურ-ფსიქოლოგიური კონცეფცია; მეწარმეობისა და მენეჯმენტის კულტურის ფსიქოლოგია.
თავი III-ში განხილულია ორგანიზაციული და სიტუაციური ფსიქოლოგიური მენეჯმენტი; ბაზრისა და სიტუაციური
მენეჯმენტის ფსიქოლოგია; საქმიანი კონტაქტები, მოლაპარაკებები, გარიგებები; ქცევა საბაზრო რისკების პირობებში.
თავი IV-ში გაშუქებულია პერსონალის ფსიქოლოგიური მენეჯმენტი; მენეჯერის საქმიანობის პროფესიოგრამა; მენეჯერის საქმიანობის ზოგადი დახასიათება; მენეჯმენტის პრინციპი; მენეჯერის პიროვნებისა და პროფესიონალიზმის ფსიქოლოგია.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ `მენეჯმენტის ორგანიზაციის~ `პერსო-ნალის მართვის~ და `ფსიქოლოგიის~ სპეციალობებზე, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნეს-სკოლის მსმენელთათვის, მენეჯერებისა და მეწარმეების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.