მეფილმეს დღიურები

14,95 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

201

ISBN

9789941317644

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 9789941317644 კატეგორია: ,
აღწერა

ზაზა ხალვაშის ამ წიგნში მოულოდნელი ფინალისკენ მიმავალი კაცის ყოველდღიური ფიქრი და განცდებია ყოველ გვერდზე ჩათესილი. ნაგულისხმევი ქვეტექსტებიც კი ასახავენ უნიკალურ პროცესს, როცა პოპულარობა და პროფესიული დაფასება თითქოს მოვიდა, და ეს საშენ მასალად უნდა აქციო დიდი და თამამი ჩანაფიქრების ხორცშესხმისთვის.

კინო და ლიტერატურა, ნამდვილი და წარმოსახვითი პერსონაჟები – ზაზა ხალვაში ვნებითა და ინტერესით ეძებს, ინიშნავს ყველაფერს, თითქოს იმ წუთას იწყებდეს შემოქმედებით გზას. მისი ფრაზა დამაჯერებელია, გამოცდილებით დატვირთული, მისი ინტელექტუალური ჰაბიტუსი ერთი მხრივ ოთარ ჭილაძის ცნობილ სტრიქონს – „ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში“ – ენათესავება; მეორე მხრივ კი გრძნობს ყოველდღიური ქმედების დაუძლეველ სურვილს ნამდვილი, მსოფლიო რანგის კინოს და ლიტერატურის შესაქმნელად.

ცხოვრება წყდება. დარჩენილი სიტყვა, კადრი და ემოციები კი განაგრძობენ ჩვენს დამუხტვას. ქმნადობის ჟინი გადამდებია. სწორედ ეს აქცევს ამ წიგნს და მის დამწერსაც დაუვიწყარ პერსონაჟად.“ – ზვიად კვარაცხელია