- არ შეგიძლიათ ამ რაოდენობის დამატება კალათაში — ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 ცალი, ხოლო თქვენ გსურთ 1 ცალი. კალათის ნახვა
მექანიკური როიალი – ნუგზარ ზაზანაშვილი
12,95 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
170 |
ISBN |
9789941115394 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ნუგზარ ზაზანაშვილი – პოეტი, ესეისტი, ეკოლოგი – დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით; პარალელურად იქვე გაიარა ხელოვნებათმცოდნეობის ორწლიანი კურსი. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები – 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია, „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ წიგნში „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია: 1990-2004“ („LINK“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015). ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც.