მე მსურს ძმა ვიყო შენი
9,90 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
197 |
ISBN |
60748 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
იმ ადამიანებს, ვინც ქრისტიანობისათვის იღწვოდა, ამისთვის დევნილ იქნა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა, წამებულებს ეძახიან. ისინი ერთგულებისა და თავგანწირვის განსახიერებანი არიან. ეკლესია მათ „წმინდანებს“ ეძახის. მათ მოსახსენიებლად ანთებენ სანთლებს, აშენებენ საკურთხევლებს, კაპელებსა და ეკლესიებს, ხატავენ მათ სურათებს. მათ სამოსსა და ძვლებს ინახავენ. მრავალი ადამიანის რწმენით, მათ მიწიერ ნაწილებს განმკურნებელი ძალა აქვს.
ეს რწმენა ხშირად ცრუმორწმუნეობაშიც კი გადადიოდა. დღესდღეობით ცდილობენ, გაიგონ ამ მამაც გმირთა მნიშვნელობა და სიდიადე ძეგლების დადგმისა და მათი ზედმეტი გაღმერთების გარეშე. და ამით ჩვენ კვლავ გვიახლოვდებიან: სებასიტიანე, მავრიციუსი და მისი მეგობრები, ბეატუსი. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ისინი ადამიანობას იცავდნენ, რომელიც განუწყვეტლივ შეიძლება განახლდებოდეს, რამეთუ ჭეშმარიტად ადამიანური ამავე დროს ქრისტიანულიც არის. ამას გვიდასტურებენ ისინი, ვისშიც ძმობის იდეამ გამოიღვიძა და მოყვასისადმი თანაგრძნობა და სიყვარულის აღმოაცენა.
ამ ლეგენდების კრებულის ავტორი საზრდოობდა პირველწყაროებითა და წიგნებით „წმინდანთა“ შესახებ, რომელთა შესახებ გადმოცემები ხშირად მახინჯდებოდა გაზვიადებებითა და სენტიმენტალობით. პედაგოგად მუშაობისას იგი კვლავ და კვლავ ისე ჰყვებოდა ამ ადამიანების შესახებ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შეგრძნება: ყველანი ისინი ჩვენთვის და-ძმასავით ახლობელნი არიან; ისინი უკეთესი კაცობრიობისთვის იბრძოდნენ. თითოეულ ჩვენთაგანში შეიძლება გამოძახილი პოვოს მარტინისეულმა თანადგომამ, გიორგის გულადობამ, ელისაბედის თავგაღებამ, ფრანცისკის უსაზღვრო სიყვარულმა. დაე, უჩინრად თან გვდევნიდნენ ისინი, ვით ჩუმი თანამგზავრები.