მე წიგნის გმირი ვარ

13,30 

ავტორი
მთარგმნელი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა112
ISBN9789941279393

არ არის მარაგში

არტიკული: 60362 კატეგორია:
აღწერა

„მე წიგნის გმირი ვარ. ჩემს წიგნში – მე მას ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ – ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა. იქ მატარებელივით მივიწევ წინ. ჩემი ცხოვრების ხაზი ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება. დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს, ჩემი დაბადების დღეა.“ ვინც რეალიზმს გაურბის და ძალიან თანამედროვე მეტარეალიზმსა თუ ფილოსოფიურ ფანტასმაგორიას ეძებს, მან სწორედ გივი მარგველაშვილის მინიატურების კრებული „მე წიგნის გმირი ვარ“ უნდა წაიკითხოს. აქ ისეთი ამბები ხდება, რომ შეიძლება გაოცებისაგან სუნთქვა შეგეკრათ. მაგალითად, ჰეროდე ვეღარ ჟლეტს ბეთლემელ ჩვილებს, ისაკი კი მანამდე გარბის, ვიდრე აბრაამი დანას აღმართავს… განსაკუთრებით კი ლექსი „ჰამლეტად ყოფნა თუ არყოფნა“ გაგამდიდრებთ. ამ უჩვეულო მინიატურას „საუკუნის ლექსს“ უწოდებენ. ნაირა გელაშვილის წინათქმა კი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ დიდი გერმანულენოვანი მწერლის, პოეტისა და ფილოსოსფოსის მართლა უჩვეულო სამყაროში.