მოთხრობები ქართლიდან
17,95 ₾
| ავტორი | რევაზ-გიორგი არველაძე |
|---|---|
| გამომცემლობა | პალიტრა L |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 180 |
| ISBN | 9789941356735 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
არტიკული:
13219
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა, საქართველო და ქართველები უცხო ენაზე
აღწერა
ამ მოთხრობებს ჩემს ქვეყანას ვუძღვნი. ამასთან, პატივს მივაგებ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს „საშინელებათა“ ჟანრს, განსაკუთრებით ‒ მის „მითოლოგიურ“ მიმართულებას. მინდოდა, ჩემი პროფესიისგან განსხვავებული რამ გამეკეთებინა ‒ მიუკიბ-მოუკიბავად რომ ვთქვა, ჩემი ქვეყნის მითოლოგიური არსებები წარმომეჩინა და „შეუცნობლის“ აგენტებად მექცია ‒ შუა საუკუნეების „შემზარავის“, როგორც ჟანრისა და ლავკრაფტისეული მისტერიის ნაზავი შემექმნა. ეს ქმნილებები მხატვრულ ლიტერატურაშიც გვხვდება და ზღაპრებშიც. თუმცა ეს ზებუნებრივი არსებები ძალიან ხშირად კულტურის ზემოქმედებით იცვლიდნენ სახეს თუ არსს და ახლა ისეთებად აღარ წარმოგვიდგენია, როგორებადაც ადრე აღიქვამდნენ. იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანასა და მის ზოგიერთ თავისებურებას მსოფლიოს გავაცნობ.
