მსტოვარი და მზვერავი
2,00 ₾
| ავტორი | |
|---|---|
| გამომცემლობა | |
| ენა | |
| ISBN |
9789994081011 |
მარაგში
“ჩვენ, მამა ოლიმპიოზის მიმდევრები, ანუ ოლიმპიელები, ყველანი ერთმანეთს ჩამოვგავართ: საშუალო სიმაღლის და სხვადასხვა სისქე-სიმჭლევის წვეროსანი მამაკაცები ძირითადად ჯვარნაქარგი ხევსურული ქუდებითა ვართ თავდაბურულნი. ბევრ ჩვენგანს კეხიანი ცხვირი და ბრაზიანი გამოხედვა აქვს და მამაკაცები ძველი ქართული წესის თანახმად, მისალმებისას მხარზე ვკოცნით ხოლმე ერთმანეთს… მამა ოლიმპიოზის დაჟინებული მოთხოვნით ჩვენ ვალდებულნი ვართ ვეცადოთ ვილაპარაკოთ სუფთა, თავანკარა ქართულით, თავანკარა ქართული კი, მისი აზრით, მხოლოდ ძველი ქართულია… რაც შეეხება ჩვენს ქალებს, ისინი სათნონი არიან და რწმენის საკითხებში შეუვალნი, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის, ჭარბთმიანები ჭარბობენ – ისინი ყველასგან გამოირჩევიან თავიანთი ულვაშებით, ქილვაშებით, ბეწვით ყურებსა და ცხვირში, და ცხვირზეც… მე კი გივი ლამაზოშვილი ვარ – ორხეველი უცოლო, უმუშევარი. მრევლში ცოტა რთული და თავისებური მოვალეობა მაკისრია: იეღოველთა სექტაში შეგზავნილი მამა ოლიმპიოზის მსტოვარი ვარ.”
