მშენებლობა ძველ საქართველოში

39,95 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა315
ISBN9789941513756

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941513756 კატეგორია:
აღწერა

ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“. ავტორმა მასზე მუშაობა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, შეაგროვა დიდძალი მასალა, თუმცა, ნაშრომის სრულად დამთავრება და გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა.

ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული საერო და საკულტო არქიტექტურული ნაგებობების სახეობანი: საცხოვრებელი სახლები, სასახლეები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, გზები, ხიდები, საეკლესიო არქიტექტურა და სამონასტრო კომპლექსები. შესწავლილი და აღწერილია თითოეული მათგანის სტრუქტურა და ხასიათი, აგრეთვე მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები.

წიგნს ერთვის სამშენებლო ტერმინთა განმარტებები და საძიებელი, ასევე ნაშრომში განხილული სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშის ფოტომასალა.