პეპი გრძელწინდა
29,90 ₾
| ავტორი | ასტრიდ ლინდგრენი |
|---|---|
| მთარგმნელი | ბაკურ სულაკაური |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2019 |
| გარეკანი | მაგარი |
| გვერდების რაოდენობა | 360 |
| ISBN | 9789941302916 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
არტიკული:
12726
კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
აღწერა
ასტრიდ ლინდგრენისთვის ერთხელ შვილს უთხოვია, პეპი გრძელწინდას ამბები მომიყევიო. აი, ასე გაჩნდა ამქვეყნად ყველაზე მხიარული, კეთილი, ლაღი და ძლიერი გოგო.
ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული – ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველისძველ სახლში. ის არც სკოლაში დადის, არც გამრავლების ტაბულა იცის და სუფრასთან მოქცევის წესებიც ეშლება, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს: მოწყენილებს ამხიარულებს, ცხოველებისა და პატარების მჩაგვრელებს რისხვად ევლინება, გასაჭირში ჩავარდნილებს კი დაუფიქრებლად ეხმარება.
წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის კლასიკად ქცეული წიგნი „პეპი გრძელწინდა“ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური გოგო.
