რაინისი და მისი ძმები
33,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
795 |
ISBN |
9789941837210 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
ბიოგრაფიული რომანი-კოლაჟი „რაინისი და მისი ძმები“ ეძღვნება ლატვიელ პოეტს, დრამატურგს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მოაზროვნეს – იანის პლიეკშანს (1865-1929), ანუ რაინისს, რომელსაც თავისი ხალხის სულიერი ლიდერის როლი დაეკისრა იმ ამღვრეულ დროს „მსოფლიო კრიზისების დრამაში“, რაც გერმანული უღლის შვიდსაუკუნოვანი კუზით და ცარისტული რუსეთით ერთდროულად დათრგუნული ლატვიელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას ამძაფრებდა.
რომანში მოგუგუნე ექოს – ლატვიური იდეის მხურვალე მსახურებისა, უნიკალური თვითშეწირვისა თუ გაუგონარი ღალატისა – ერთი ქვეყნის, ერთი ეპოქის, ერთი ბედისწერის ჩარჩოდან გაჰყავს რაინისის ისტორიული და მხატვრული ფიგურა, რომლის შემოქმედებით ხმობს ლატვიელი ხალხი, ამ ხალხის ენა.
თავად რომანის ენა კი ნიმუშია პოეტური პროზისა, რომლის წინამდებარე ქართული თარგმანი სრულად შეგაგრძნობინებთ მის ენობრივ ღირსებებს.
მკითხველისთვის ეს წიგნი არის შანსი, გაიცნოს ახალი ქვეყანა. და ბევრი მსგავსება თუ პარალელი აღმოაჩინოს, როგორც საქართველოს ისტორიასთან, ასევე თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მწვავე პოლიტიკურ პროცესებთან.
წიგნის ავტორი როალდ დობროვენსკი ასევე ცნობილია ბიოგრაფიული რომანებით რუსი კომპოზიტორების ბოროდინისა და მუსორგსკის შესახებ.