რობინზონ კრუზო (11-13 წელი)

10,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

266

ISBN

9789941309434

წიგნის სერია

მოსწავლის ბიბლიოთეკა

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 99530 კატეგორია:
აღწერა

გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა.

სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.

თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.