როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა

22,95 ₾

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა184
ISBN9789941319754

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941319754 კატეგორია:
აღწერა

როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა? – ამ კითხვაზე პასუხს ნესტან ნენე კვინიკაძე თავის მეოთხე რომანში ეძებს.

პროტაგონისტ ახალგაზრდა ქალს, ლანა აბრავას არჩევანის გაკეთება მუდამ საკუთარ თავსა და სხვებს შორის უწევს. ეს „სხვა“ მუდმივად იცვლება – ის ხან მუდამ დაკავებული დედაა, ხან მოძალადე ქმარი, ხან ხასიათშეცვლილი თინეიჯერი შვილი, ხან პრობლემური შეყვარებული, ხანაც ტოქსიკური საუკეთესო მეგობარი, თუმცა არსებობს ერთი უცვლელი „სხვა“ – სამშობლო.

სამშობლო, მისი სიყვარული, მასთან განშორების და ვერდაშორების მცდელობა ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს. ქვეყნის კოლექტიური ცნობიერება რომანის პერსონაჟებში მთელი სიმძაფრით განსხეულდება და იმ ადამიანის ბედისწერად იქცევა, რომელსაც უბრალოდ ბედნიერად ცხოვრება უნდა.