საილეს მარნერი

25,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

266

ISBN

9789941513503

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 42128 კატეგორია:
აღწერა

ჯორჯ ელიოტმა, ვიქტორიანული ეპოქის გამორჩეულმა რომანისტმა, რომლის ნამდვილი სახელი მერი ენ ევანსია, „საილეს მარნერი“ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ინდუსტრიალიზაციისა და სოციალური ძვრების ეპოქაში, დაწერა. რომანი წარმოაჩენს, როგორ ცვლის ეული ფეიქრის – საილეს მარნერის ცხოვრებას მოულოდნელად დატეხილი ამბავი.

ჯორჯ ელიოტი საილეს მარნერს სოფელ რეივლოში დაასახლებს. უსამართლო ბრალდება, განდევნა, ხსნა, ერთგულება, ურთიერთობა ფეიქრის ფერისცვალების საწინდარი ხდება. ეს არის რომანი ადამიანობასა და ბედის უკუღმართობაზე. ჯორჯ ელიოტი მკითხველს დააფიქრებს მიზეზშედეგობრიობის ზნეობრივ ასპექტებზე. შეუძლია კი სიყვარულსა და თანაგრძნობას, გატეხილი გაამთელოს? საილეს მარნერის პორტრეტი სარკეა, რომელიც ადამიანობის საყოველთაო სატკივარს აირეკლავს. ჯორჯ ელიოტის მძიმე სინტაქსი ემოციათა ბნელ და დახლართულ ლაბირინთებში გვამოგზაურებს და ძაფს მოჭიდებულთ, ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს.