საქართველოს დამოუკიდებლობის აქტები

15,00 

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

2

ISBN

4860109455896

მარაგში

არტიკული: 4860109455896 კატეგორია: ,
აღწერა

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტების ფაქსიმილური გამოცემა
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით თქვენთვის მოვამზადეთ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა“ და დამფუძნებელი კრების მიერ დადასტურებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ ფაქსიმილური გამოცემები.
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს 12:30 საათზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს 17:10 საათზე საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე, ხოლო მისი დადასტურება მოხდა 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.
სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტის დედანი დაკარგულად მიიჩნევა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის აქტის დედნის ასლები. მიღებული ერთ-ერთი ასლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის აქტის „ფაქსიმილური გამოცემა“ მომზადებულა საქართველოს ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა „სამშობლოს“ მიერ და მისი ტირაჟი შეადგენდა 50 000-ს, ფასი 2 მანეთსა და 70 კაპიკს, ხოლო მიღებული შემოსავლის ნაწილის ჩარიცხვა იგეგმებოდა მაშინ მოქმედი ეროვნული თავდაცვის ფონდში. ჩვენ სწორედ აღნიშნული ასლით ვიხელმღვანელეთ ფაქსიმილური გამოცემის მომზადებისას.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის აქტის ფაქსიმილური გამოცემის ფასია 15 ლარი. მისი შეძენის შემთხვევაში, თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ დამფუძნებელი კრების მიერ დადასტურებული საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის აქტის ფაქსიმილური გამოცემა.