საქართველოს რესპუბლიკა სამაგიდო თამაში 12+

50,00 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
ISBN9789941377754

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941377754 კატეგორია:
აღწერა

სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“, რომლის შექმნის იდეა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 2021 წელს, XI კლასის ისტორიის გაკვეთილზე დაიბადა, საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისთვისაც, რამდენადაც საქართველოში წარსულის ცოდნა ბევრისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თამაშის მიზანი ამ ცოდნის სკოლის გარეთ გატანა და ისტორიის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაა.

კონცეფციის მიხედვით, თამაში იმ 73 წელს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო. სწორედ ამიტომ, სათამაშო დაფაზე მოცემულია 73 უჯრა, ხოლო შეკითხვები, რომელთაც მოთამაშეებმა უნდა უპასუხონ, საქართველოს ისტორიის მხოლოდ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება. თამაშს თან ახლავს წიგნი, რომელიც მკითხველს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი აღდგენის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეახსენებს. შესაბამისად, თამაშის სახელიც სწორედ ამ მოვლენებზე მიანიშნებს და მასში საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები განგებ არის გამოტოვებული.

თამაშის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტინე მაღლაკელიძემ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა.