საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია მე-2 გამოცემა
41,00 ₾
| ავტორი | |
|---|---|
| მთარგმნელი | |
| გამომცემლობა | |
| ენა | |
| გამოცემის წელი | |
| გარეკანი | |
| გვერდების რაოდენობა |
358 |
| ISBN |
9789941921360 |
მარაგში
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგიის კურსის სისტემატიზაციისა და შემდეგი პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის ცდას:
• საქმიანი შეხვედრის მოწყობისათვის მზადების ოპტიმალურ ორგანიზებას და მისი სტრატეგიის დამუშავებას;
• გარეგან ნიშნებზე დაყრდნობით მოსაუბრის ინდივიდუალურ-პიროვნული (ტემპერამენტი, ხასიათი, უნარები), ქცევით-ფსიქოლოგიური (მიზნები, მოტივები, ემოციონალური მდგომარეობა, პოზიცია ურთიერთობაში, სიწრფელე, სიცრუე) და სხვა თავისებურებების დადგენას;
• იმ არსებითი ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც გავლე-ნას ახდენს თანამოსაუბრის ფსიქოლოგიის ჩაწვდომის შედეგიანობაზე და სიზუსტეზე ცხოვრებისეულ და პროფესიულ პრაქტიკაში;
• საქმიანი ურთიერთობის წარმოებისას პარტნიორის ქცევასა და მენტალიტეტში ქალური თუ მამაკაცური ბუნების, აგრეთვე ეროვნული განსხვავებულობის გათვალისწინებას;
• ხრიკების სპეკულაციური ტაქტიკის აცილებას, თუ იგი გამოყენებულია ოპონენტის მხრიდან;
• პარტნიორთა განსახილველ პრობლემასთან დაკავშირებული საერთო ინტერესების სფეროს გამოვლენას და გაფართოებას ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
• საუბრის აქტიურობისა და კონსტრუქციულობისათვის ხელ-შემწყობი ხერხების შესწავლას.
წიგნის ცალკეული თავების დაწერისას ფართოდ გამოიყენებოდა ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ფიზიოლოგიის სფეროთა სპეცია-ლისტების მიერ მომზადებული მრავალფეროვანი მასალები, ფრაგმენტები პუბლიცისტური და მხატვრული ნაწარმოებებიდან, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის მასალები, აგრეთვე ავტორის მრავალწლიან დაკვირვებათა შედეგები.
წიგნის ბოლოს წარმოდგენილია პრაქტიკუმი, რომლის კონკრეტული ამოცანები მიმართულია ადამიანებში უკეთ გარკვევისა და მათთან ეფექტური ურთიერთობების უნარის ფორმირებისა და განვითარებისაკენ, რაც ასე აუცილებელია საქმიანი ურთიერთობების პრაქტიკაში. ამოცანებსა და სავარჯიშოებს თან ახლავს მათი შესრულების მეთოდური რეკო-მენდაციები.
განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.
წიგნი შეიძლება გამოყენებული იქნას, აგრეთვე, პრაქტიკული ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იმიჯის, რეკლამის სპეციალისტებისთვის. იგი სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვისაც ხშირად და ხანგრძლივად უხდება ადამიანებთან ურთიერთობა.
ვიმედოვნებ, რომ თქვენ გელით არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სასიამოვნო კითხვის პროცესი.
