სიზმრის ელემენტები
8,30 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
169 |
ISBN |
9789941063671 |
მარაგში
როცა მღვდელს ვთხოვდი, ისე ელაპარაკა, როგორც ლაპარაკობდნენ წინასწარმეტყველნი ან წმინდანები (ანუ ისინი, ვინც ერთხელ შინაგანად განიცადა საწყისი ან კვლავდაკვლავ განიცდის მას, რადგანაც ერთი ნახტომით პოულობს სიახლოვეს და ცეცხლს), ამით არასწორ გზას ვადგებოდი, რადგან ამგვარი თხოვნით მას ისეთი სიბობოქრის სიმულირებაზე ვიწვევდი, რომელიც საზრისს მხოლოდ ბუნებრიობის შემთხვევაში იძენს. უნდა მცოდნოდა, რომ ღმერთი მღვდლისთვისაც არანაკლებ დაშორებული, არანაკლებ შესუსტებული თუ ჩაბნელებული რეალობაა… მაგრამ რაკი ვერც იმას დავუშვებდი, რომ განეგრძო ჩამქრალი ცეცხლის გაღვივება ძველი ფორმულების ღეჭვა-გადაღეჭვით, საჭირო იყო კიდევ სხვა გზა მეძებნა, გზა, რომელიც უარს ამბობს, უღალატოს სისავსეს თვით მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელი უსასრულოდ დაშორებული და საეჭვო ჩანს, როცა ისიც კი არ იცის, სად ეძებოს ეს სისავსე და სიუხვე, რომელსაც ყველაფერი დასცინის და აბიაბურებს. სწორედ ამას უწოდებს პოეტი ერთგულებას.