სისულელის ტრაქტატი
6,50 ₾
| ავტორი | გაგა ნახუცრიშვილი |
|---|---|
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2015 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 74 |
| ISBN | 9789941458651 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
არტიკული:
17467
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა
აღწერა
რა არის ეს – დღიურები? ჩანაწერები? მემუარები ხომ არა და არა… ალბათ, უფრო – იმ წუთების, დღეების, იმ დროის მოხელთება, რომელმაც ცხოვრება, თავისი სირთულეების მიუხედავად, მაინც სამუდამოდ დაამშვენა და რომელსაც ახლა წარსული ჰქვია. ამ კრებულში იმ დროის ამბავია, რომელშიც, როგორც თავად ავტორი ამბობს: „სამუდამოდ დამთავრდა რაღაც“.
90-იანების მცხუნვარე სევდა – თავისი განუმეორებელი ადამიანებით, მოვლენებით, ისტორიებით; ბავშვობის მძაფრი შთაბეჭდილებები – მომდევნო წლების მსაჯულები; სიყვარულის ამბები – ყველაზე „კაცური“ საქციელებითა და დიდი ნაღველით – ამ ყველაფერს, არ დაგავიწყდეთ – პოეტი ყვება, ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენლად ჰგავს თავისივე პოეზიას და, პირიქით. ეს მსგავსება წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
