სიყვარულის ორმოცი წესი
14,95 ₾
| ავტორი | |
|---|---|
| მთარგმნელი | |
| გამომცემლობა | |
| ენა | |
| გამოცემის წელი | |
| გარეკანი | |
| გვერდების რაოდენობა |
380 |
| ISBN |
9789941359385 |
| წიგნის სერია |
წლის ბესტსელერი |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ელიფ შაფაქის ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ 2009 წელს გამოქვეყნდა და მილიონობით მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. იგი ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა მრავალთათვის მისტიკური სამყაროსკენ. ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ თანამედროვე ადამიანის სულიერ ამაღლებას ემსახურება. ეს არაა მხოლოდ რომანი, იგი სუფიური ტრაქტატისა და მხატვრული სიტყვის ჰარმონიული ნაზავია, რომელიც ტექნიციზმისა და პროგრესის საუკუნეში ოსტატურად ცდილობს ადამიანებმა ცხოვრების დაკარგული საზრისი მოიპოვონ. მისი წაკითხვით, ადამიანს უჩნდება სურვილი, ყველას გაუგზანოს მოწვევა ზეიმზე, სადაც შემწყნარებლობა, მიტევება და სიყვარული კიაფობენ.ამ რომანში გვხვდება შემდეგი სიტყვები: ,,სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვრად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.” მართლაცდა, მისტიკოსები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ დედამიწას არ ეკუთვნიან. მათი სამშობლო ალბათ იქაა, სადაც ცეცხლისა და წყლის სიყვარულს აღარაფერი ემუქრება.
