სტალინის გამბიტი

19,95 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

216

ISBN

9789941318054

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 9789941318054 კატეგორია:
აღწერა

ლაშა ტუღუში ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნი­ერებებში, გახლდათ ფულბრაიტის სტიპენდიატი, ასევე მოწვეული მეცნიერი ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. იყო ყოველდღიური ქართული გაზეთის „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალის Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორი. ამჟამად არის ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექ­ტორი, თანათავმჯდომარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამო­ქა­ლაქო საზოგადოების ფორუმს“, ასევე კითხულობს ლექციებს თბი­ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორი­საა სამეცნიერო კვლევები და ანალიტიკური ნაშრომები. „სტალინის გამბიტი“ მისი დებიუტია ლიტერატურაში.

„ეს არის პოლიტიკური რომანი. მასში ვითარდება ამბავი, რომელიც ან უკვე მოხდა, ან უნდა მოხდეს. მერე ფიქრობ, თუ უკვე მოხდა, აწი რაღა უნდა მოხდეს; მერე ხვდები, რომ ის, რაც აქ ხდება, სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა და მსჯელობას იწყებ, რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს.

ეს არის კინომოთხრობა. კადრები სწრაფად იცვლება. მოქმედება დინამიკურია. გახსოვს პერსონაჟების სახელები, გვარები, თანამდე­ბობები, გავლენები. მერე ფიქრობ, ნამდვილად გახსოვს თუ არა; მერე იხსენებ, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები; მერე კითხულობ, რა უნდათ ცოცხლებს გარდაცვლილებისგან; მერე აღმოაჩენ, რომ ისინი არც არსებობდნენ და ჩვენ ვქმნიდით – მათივე სახელებით, გვარებით, თანამდებობებით.

ეს არის საგაზეთო რომანი. არა იმიტომ, რომ საგაზეთო ქრონიკის­თვის დამახასიათებელი ენითაა დაწერილი, არამედ იმის გამო, რომ გაზეთისთვის ჩვეული დინამიკურობით ვითარდება; კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება პოლიტიკური მოვლენები; ხვდები, რომ მანიპულა­ცია მარტივი კომბინაციაა – ამბავი არც არსებობს, მას ჩვენ ვქმნით ან ჩვენთვის ქმნიან. ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, „სტალინის გამბიტი“ პოლიტიკური რომანია თუ ანტირომანი?“

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი