სუნამო
21,95 ₾
| ავტორი | პატრიკ ზიუსკინდი |
|---|---|
| მთარგმნელი | ნატალია ნადირაშვილი, ეკა რაისნერი |
| გამომცემლობა | დიოგენე |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2024 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 256 |
| ISBN | 9789941118913 |
| წიგნის სერია | დიოგენეს ბიბლიოთეკა |
მარაგში
არტიკული:
79204
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა
აღწერა
„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი, ჟან-ბატისტ გრენუი, უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია, ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.
