სხვაგან აქ არა
8,30 ₾
| ავტორი | ადეიშვილი ანასტასია |
|---|---|
| გამომცემლობა | შპს “ფავორიტი სტილი” |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2021 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 52 |
| ISBN | 9789941835391 |
მარაგში
“ამ წიგნის ფურცლები ლამაზფიქრიანი, სიტყვაფიქრიანი ანასტასიასკენ მიმავალი ბილიკებია. მისი სიტყვებით ნაშენ სამყაროში, მიუხედავად მხატვრული გამონაგონისა, ყველაფერი ტკივილამდე ნამდვილი და ადამიანურია, რადგან თვითონ ანასტასიაა ასეთი – ნამდვილი და ტკივილამდე წრფელი. მის ნაწერებს რომ კითხულობ, გიკვირს, ამ ასაკში როგორ შეიძლება ასე გრძნობდე სიტყვებს და ასე ლამაზად უხამებდე ერთმანეთს. მისი წინადადებები ნახატებივითაა – კითხვისას თვალწინ რომ გიდგება და წაკითხვის შემდეგაც რომ ხშირად გახსენებს თავს – ნახატიც ხომ ამბავია, ფერებით მოთხრობილი ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხო.
ანასტასიას არ ეშინია კითხვების დასმის, ძებნის, უცნობ ბილიკებზე სიარულის -სამყარო მისთვის საინტერესო და მიმზიდველი თავგადასავალია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაგხდეს თავს, თუკი მეტყველ არსებად დაიბადე. კითხვებსაც სვამს და პასუხებსაც ეძებს. უსამართლობაც სტკივა – ადამიანური, სამყაროსეული, ცხოვრებისეული….
გზებსაც ეძებს. მინდა, მონახოს, არ დაიღალოს! შეძლოს, გულში ბოლომდე ბავშვად დარჩეს – ბავშვად, რომელსაც შეუძლია, სწამდეს სიკეთის გამარჯვებისა და სიყვარულის სინათლისა.”
– ცისანა ბურჯანაძე, რედაქტორი.
