ტბის სანაპიროს სიმღერები
10,00 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
120 |
ISBN |
9789941807909 |
მარაგში
დათო ბარბაქაძის პოეტურ შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს „ტბის სანაპირო სიმღერებს“. წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად და თითოეული მათგანი ერთი ფუნდამენტური ფილოსოფიური თემის გარშემო ტრიალებს. ეს არის ლირიკული ცნობიერების ოდისეა არა საკუთარი მიზნის შესაცნობად, არამედ მის დასამახსოვრებლად. ამიტომ ავტორი ამ რთული გზის გავლას არა ლაბირინთიდან გამოსავალად, არამედ ლაბირინთში შესასვლელის ძიების პროცესად წარმოუდგენია. წიგნი ისეა აგებული, რომ მისი თითოეული კომპონენტი (ანუ ყოველი ლექსი) ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, აგრძელებს ერთმანეთს, ავსებს ერთმანეთს ან მიზანმიმართულად გამორიცხავს ერთმანეთს. ასე მიიღება ერთიანი პოეტური კორპუსი, რომელშიც პოეტური ანალიზის მეთოდებით არის გამოკვლეული სამი ცენტრალური თემის – მეტაფიზიკური, სოციალური და მითოლოგიური – გადაკვეთის ადგილები. წიგნის ლინგვისტური და რიტმული პოეტიკა, ერთი მხრივ, აღზრდილია ძველი ქართული სასულიერო პოეზიიდან, ქართული ხალხური სიმღერებიდან და საეკლესიო საგალობლებიდან, ხოლო მეორე მხრივ – ოლივერ მესიანის ვოკალურ-სიმფონიური და საორკესტრო მუსიკიდან.