ფილმის კეთების ფეხდაფეხ

25,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

201

ISBN

9789941822612

მარაგში

აღწერა

„ფილმის კეთების ფეხდაფეხ“ ფელლინის ორიგინალური ავტობიოგრაფიაა, სადაც დიდი კინომაესტრო გვიამბობს, როგორ ნელ-ნელა მიდიოდა თავის მიერვე ხუმრობით ცხოვრების მიზნად მონათლული სურვილისკენ – „დიდი რომ გაიზრდებოდა, გამხდარიყო… ზედსართავი სახელი“, ანუ „ფელლინური“, საამისოდ როგორ იმარაგებდა ბავშვობას, სიყმაწვილეს და სიზმრებს, რამდენადაც განუყოფელი იყო მისთვის ცხოვრება და შემოქმედება, რომელთა მისტიკურმა ერთიანობამ განუმეორებელი ფელლინური ფანტარეალიზმი წარმოქმნა. „მთელი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია: მარგალიტი ხამანწკის ავტობიოგრაფიაა“, – ამბობს ფელლინი ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ ავტობიოგრაფიაში კი გვიმხელს, როგორი იდუმალი პროცესების შედეგად იქმნებოდა მისივე მარგალიტები, ანუ ფელლინური მულტიმედიური ფრესკები სიმბოლო-სათაურებით და გმირებით: „ვარიეტეს შუქები“ (1950), „თეთრი შეიხი“ (1952), „ბირჟავიკები“ (1953), „ქორწინების სააგენტო“(1953), „გზა“ (1954), „თაღლითი“ (1955), „კაბირიას ღამეები“ (1957), „ტკბილი ცხოვრება“ (1960), „დოქტორ ანტონიოს ცდუნებანი“ (1962), „8 ½“ (1963), „სულების ჯულიეტტა“ (1965), „ტობი დემით“ (1968), „კლოუნები“ (1970), „რომი“ (1972), „ამარკორდი“ (1973), „კაზანოვა“ (1976).
ფელლინი – შეუდარებელი დრიმმეიქერი და მისტიფიკატორი – ამ თავის მარგალიტ-ავტობიოგრაფიასაც სიზმრით ამთავრებს და აქაც, როგორც არცერთი ფილმის ბოლოს, არ წერს „დასასრულს“, რადგან ფელლინი არ მთავრდება.