ფსიქოლოგია

17,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

280

ISBN

9789941940255

მარაგში

SKU: 99477 კატეგორია:
აღწერა

ფსიქოლოგიის ზოგადი დისციპლინის შესწავლისას, ბუნებრივია, პირველყოვლისა, ყურადსაღებია მისი ძირითადი სამეცნიერო საკითხები და პრობლემები, რამდენადაც თითოეული მეცნიერების ჩამოყალიბება ხდება საზოგადოების მოთხოვნილებების ზეგავლენით და მისი უმთავრესი ამოცანაა შეასრულოს საზოგადოების განსაზღვრული ფუნქციები.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ კაცობრიობის ცოდნის ნებისმიერ სფეროში ის მეცნიერების სახეს იღებს მხოლოდ მაშინ, როცა საკმაოდ მკაფიოდ და რელიეფურად ჩამოყალიბდება და გამოისახება მისთვის სპეციფიკური და დაკონკრეტებული კვლევის საგანი.
ფსიქიკის, ფსიქოლოგიის ბაზისური საფუძვლის კანონზომიერი ცოდნა ეხმარება საზოგადოების ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ პიროვნებას საფუძვლიანი ორგანიზება გაუწიოს თავის საქმიანობას, ზედმიწევნით მიზანმიმართულად დაამყაროს ურთიერთობა ადამიანებთან ისე, რომ გაუფრთხილდეს და ზიანი არ მიაყენოს მათ ღირსებებს.
წინამდებარე წიგნი, ამავე დროს, წარმოადგენს ფსიქოლოგიის ცალკეული პროფილების – იურიდიული, მენეჯმენტისა და მარკეტინგის, საქმიანი ურთიერთობის, კონფლიქტის, საფუძვლიან შემეცნებას და გარკვეული სიახლეა ფსიქოლოგიის მრავალპროფილური და სრულყოფილი წარმოდგენის თვალსაზრისით.