ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

16,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

360

ISBN

9789941115257

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 5294 კატეგორია:
აღწერა

ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი – თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, სულიერ სიმშვიდეს პოვებს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.