ქართველი მხატვრები პარიზში
120,00 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
132 |
ISBN |
9789941864056 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
წიგნი ეძღვნება ქართველ მხატვრებს, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა წელს, სხვადასხვა მისიით ჩავიდნენ პარიზში. ზოგმა რამდენიმე წელი დაჰყო იქ, ზოგმა – მთელი შემდგომი ცხოვრება. ამის მიუხედავად, მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ქალაქს, რომელიც განსაკუთრებით იმ, ე.წ. „შეშლილ წლებში“ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა (როგორც კირილე ზდანევიჩი წერს, „ატრიალებდა კულტურის ბორბალს“). ალბომში წარმოდგენილნი არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხეილ ბილანიშვილი, ვერა ფაღავა, ვანო ენუქიძე, სკულპტორი იაკობ ნიკოლაძე და აგრეთვე, ნიკო ფიროსმანი (ეს უკანასკნელი არასოდეს ყოფილა პარიზში, მაგრამ მისი სახელი ლეგენდითა თუ სხვადასხვა ფაქტით დაუკავშირდა ამ ქალაქს). წიგნში განხილულია თითოეული მათგანის როლი და მნიშვნელობა მე-20 საუკუნის ქართულ და ზოგ შემთხვევაში, ფრანგულ ხელოვნებასთან და კულტურასთან მიმართებით;