ქარის ჩრდილი

20,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

547

ISBN

9789994054886

წიგნის სერია

ძალიან მაგარი წიგნები

მარაგში

არტიკული: 3164 კატეგორია: ჭდე:
აღწერა

კარლოს რუის საფონი 1964 წელს ბარსელონაში დაიბადა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1993 წელს თინეიჯერებისთვის განკუთვნილი საკმაოდ წარმატებული მისტიკური წიგნების სერიით – „ნისლის ტრილოგია“. 1994 წელს საფონი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში და რომანების წერის პარალელურად, სცენარისტადაც მუშაობდა.
„ქარის ჩრდილი“ 2001 წელს დაიწერა და უდიდესი წარმატება მოუტანა ავტორს. ეს რომანი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და ათეულობით მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამგვარად, ის „დონ კიხოტეს“ შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა, რაც კი ოდესმე ესპანელ ავტორს შეუქმნია. „ქარის ჩრდილს“ მოჰყვა მისი პრექუელი „ანგელოზის თამაში“, „ზეცის ტუსაღი“და მწერლის ბოლო რომანი – „სულების ლაბირინთი“, რითაც შეიკრა „დავიწყებული წიგნების სასაფლაოს“ ტეტრალოგია.
კარლოს რუის საფონი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ, 2020 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ქარის ჩრდილი“ მოგვითხრობს ბუკინისტის ოჯახში, წიგნების სამყაროში დაბადებული და ფეხადგმული ბიჭის ამბავს, რომელიც განგებამ ერთ საკვირველ წიგნსა და მასთან დაკავშირებულ საიდუმლოებით მოცულ ისტორიას გადაჰყარა და სიყვარულის, ტკივილის, სისასტიკის, ერთგულების, თავგანწირვის განსაცვიფრებელი ამბების სამყაროში შეუძღვა. ეს ყველაფერი კი გასული საუკუნის ბარსელონაში ხდება, რომლის სულს მკითხველი მთელი სისავსით შეიგრძნობს და შეიყვარებს.
ბევრი საკვირველი ამბავი, ბევრი დაუვიწყარი პერსონაჟი, ბევრი ემოცია, ცრემლი, ღიმილი, დროებსა და რეალობებს შორის გარღვეული საზღვრები, წარუშლელი შთაბეჭდილება, ცოტა სხვანაირი წიგნი – წიგნები წიგნში – აი, ეს არის კარლოს რუის საფონის „ქარის ჩრდილი“.
მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, სცენარისტის გამოცდილებისა და კინოს სიყვარულისა, საფონი უარს ამბობდა საკუთარი წიგნების ეკრანიზაციაზე. “ჩემი მისია, როგორც მწერლის, წიგნის კითხვისას განცდილი სიამოვნების გაცოცხლება მეგონა, მსურდა, ის ადამიანები, რომლებმაც კითხვა იმიტომ გადაიყვარეს, რომ ადრეულ ასაკში აძალებდნენ, დამერწმუნებინა, რომ კითხვით დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება“.
ნამდვილად გამოუვიდა.