ღია ბარათები
5,60 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
93 |
ISBN |
7509 |
მარაგში
SKU:
7509
კატეგორია: პოეზია
აღწერა
ბელა ჩეკურიშვილის პოეზიასთან კი უკვე გაზრდილი უნდა მიხვიდე, საჭიროა გქონდეს ტრაგიკულის ერთგვარი საწყისი გამოცდილება, რომ გაუგო ავტორს, დაინახო და შეიყვარო. ბელა ჩეკურიშვილი მთხრობელია, ოღონდ მისთვის მნიშვნელოვანია ამბავი არა, როგორც ემპირიული, არამედ როგორც ემოციური ხდომილება. რა რჩება ამბებისაგან ისეთი, რაც ფაქტის მოუყოლადაც გაგაგებინებს მომხდარის დედააზრს, რაც ყველას თავის თავსა და ამბავს გაახსენებს. აქედან გამომდინარე ბელას წიგნი, რომელიც ავტორის უნიკალურ და დანარჩენთაგან განსხვავებულ ცხოვრებაზე იგება, არსებითად ყველა ქალის ამბავია იმიტომ, რომ აქ ოსტატურად არის განზოგადებული ყოველი სუბიექტური და პიროვნული ემოცია. გიორგი ლობჟანიძე