ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა

17,95 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

172

ISBN

9789941116629

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 11421 კატეგორია:
აღწერა

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 – 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად. რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“? 1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.