ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი
20,95 ₾
| ავტორი | |
|---|---|
| გამომცემლობა | |
| ენა | |
| გამოცემის წელი | |
| გარეკანი | |
| გვერდების რაოდენობა |
324 |
| ISBN |
9789941458446 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მონაკვეთია ჩემი სიყრმე და სიჭაბუკე, – დაკავშირებული საჩხერესთან, – საჩხერის პატარა მატარებელთან. ჩემი გულის ჩქროლა იწყებოდა შორაპანში, დიდი მატარებლიდან პატარაში გადაჯდომისას; ჭიათურაში გული უფრო უმატებდა ძგერას, საჩხერეში კიდევ უფრო, არგვეთში კი, როცა შორიდან თვალს მოვკრავდი ხოლმე ჩვენ ეზოში აღმართულ ვეებერთელა კაკლის ხეს, უკვე ზენიტს აღწევდა ჩემი სიხარული…“ – მუხრან მაჭავარიანის წიგნში ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი შესულია პოეტის ჩანაწერები, დღიურები და მოგონებანი თავის ბავშვობაზე, სტუდენტობის წლებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მწერლებზე, სოფელში გატარებულ სიცოცხლის ბოლო წლებზე.
