ცინკის ბიჭები
24,95 ₾
| ავტორი | სვეტლანა ალექსიევიჩი |
|---|---|
| მთარგმნელი | ზურაბ ქუთათელაძე |
| გამომცემლობა | არტანუჯი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2024 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 438 |
| ISBN | 9789941317361 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აკრძალული ბელარუსი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები… – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.
სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას.
წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა.
რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.
