ძველი ფურცლიდან
13,90 ₾
| ავტორი | რევაზ ინანიშვილი |
|---|---|
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2022 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 226 |
| ISBN | 9789941308949 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
კრებულში „ძველი ფურცლიდან“ გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“
მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა:
ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი.
და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი.
ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.
