წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიური თავისებურებები

20,00 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

140

ISBN

9789994098569

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 8117 კატეგორია: ,
აღწერა

სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათ შორის იურისპრუდენციის მიერ შესასწავლი პროცესებისა და მოვლენების გამოკვლევა თავისი არსით დადის ფსიქოლოგიური პრობლემების დაყენებამდე. სოციალური პროცესების გამოკვლევებში აღმოცენდება ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორციელდება გადასვლა ზოგადიდან სპეციფიკურ კანონებამდე, გლობალური პრობლემებიდან კერძოზე.
იურისტი უნდა ფლობდეს მაღალ ფსიქოლოგიურ კულტურას, რაც წარმოადგენს ადამიანის ზოგადი კულტურის განუყოფელ ნაწილს.
ფსიქოლოგიური კულტურა მოიცავს როგორც მინიმუმ სამ აუცილებელ ელემენტს:
• საკუთარი თავის შეცნობას;
• სხვა ადამიანის შეცნობას;
• ადამიანებთან ურთიერთობისა და საკუთარი ქცევის რეგუ-ლირების უნარს.
წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიური თავისებურებები
ნოდარ ერიაშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი
მოცემული ნაშრომის დამუშავებაში გამოყენებული იქნა მთელი რიგი თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები, იდეები, აგრეთვე ფსიქოლოგიური გამოცდილებები.
აღნიშნული ნაშრომი შესულია 2007 წელს გამომცემლობა `ЮНИТИ-ДАНА~-ს მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში `იურიდიული ფსიქოლოგია~.
წიგნში გაშუქებულია წინასწარი საგამოძიებო პროცესის ზოგადი ფსიქოლოგიური თავისებურებები. მასში განხილულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფსიქოლოგია.
ზოგადი ფსიქოლოგიური კანონზომიერებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფსიქოლოგია; ჩხრეკის ფსიქოლოგიური დახასიათება; დაკითხვის ფსიქოლოგია; ჩვენების ფორმირების ფსიქოლოგიური თავისებურებები; დაკითხვისათვის მზადების ფსიქოლოგიური ასპექტები; დასაკითხზე ზემოქმედება დაკითხვის სხვადასხვა სტადიებზე.
წიგნში ყურადღება გამახვილებულია ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის, ასევე დაზარალებულისა და მოწმის დაკითხვის ფსიქოლოგიურ საკითხებზე, დაპირისპირების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, ამოცანების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.
ნაშრომში წარმოდგენილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ფსიქოლოგია, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საფუძვლები.
განკუთვნილია სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის; აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის, სასამართლოს, პროკურატურის, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებისა და ადვოკატურისათვის.