ხაშურის სევდა
9,95 ₾
| ავტორი | დათო ტურაშვილი |
|---|---|
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2020 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 116 |
| ISBN | 9789941312694 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
საქართველოს შუაგულში, ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს, ორი ქალაქი მდებარეობს: ხაშური და ჭიათურა. რა ვიცით მათ შესახებ? ალბათ, ბევრი არაფერი. თუმცა, ამის გამოსწორება დათო ტურაშვილის იუმორითა და სევდით ერთნაირად სავსე ორი პიესით შეიძლება.
ჭიათურა და ამერიკიდან ჩამოსული კომერსანტი ჰარიმანი; ჭიათურის ჩოგბურთის ჩემპიონატები, აკაკი წერეთელიც რომ ესწრებოდა; ჭიათურაში მასწავლებლად მომუშავე ოლია ოკუჯავას სკოლის წინ მომლოდინე გალაკტიონი; 1924 წელს აჯანყებული მაღაროელები; ჭიათურის თეატრი და მის სცენაზე მოცეკვავე ეთერ ფაღავა და ვახტანგ ჭაბუკიანი; ბაგირგზების შესასწავლად ჩინეთიდან ჩამოსული ვინმე ვან ში ხუა…
ხაშური და მთავარმმართებელი დონდუკოვი, ხაშურში ნავსადგურის აშენება რომ გადაწყვიტა; 1937 წელს დახვრეტილი, ცნობილი მენშევიკი ნიკიფორე იმნაიშვილი, რომელიც ხაშურის გიმნაზიაში ასწავლიდა და 1918 წელს თავისი მოსწავლეები გაკვეთილიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე წაიყვანა; გიორგი გურჯიევის მიერ გახსნილი თეატრი და მაღაზია ხაშურში; ხაშურის ჯინსების ფაბრიკა… − ეს იმ ნაკლებად ცნობილი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც პიესებში ვიპოვით.
