ხელისგულისტოლა ზღაპრები (7 წელი)
8,50 ₾
| ავტორი | ოტია იოსელიანი |
|---|---|
| გამომცემლობა | ელფი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 155 |
| ISBN | 9789941489730 |
| წიგნის სერია | მე მიყვარს კითხვა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული „ხელისგულისტოლა ზღაპრების“ პერსონაჟები ცხოველები და ფრინველები არიან. მათი ენით ავტორი გვასწავლის მეგობრობას, პატიოსნებას, სიყვარულს, სიკეთეს, სამართლიანობასა და ერთგულებას; გმობს ღალატს, ბოროტებას, სიხარბეს, შურს, მტრობას, ამპარტავნობასა და სხვა მანკიერ ზნე-ჩვეულებებს. ამ კრებულში პატარა მკითხველები წაიკითხავენ: როგორ მოიარა კუმ ზღვა და ხმელეთი სასწაულის მოსაძებნად; რა შეემთხვა მელას, რომელმაც პატიოსნად და კეთილსინდისიერად ცხოვრება გადაწყვიტა; რაზე ბჭობს ცხოველთა უფლებების დაცვის სათათბირო უღრან ტყეში; რა აცოფებს, აღრიალებს და აკვნესებს ლომს ზოოპარკში, სადაც, ერთი შეხედვით, საუცხოო ცხოვრება აქვს და არაფერი აკლია… ეს არაჩვეულებრივი ზღაპრები არა მხოლოდ ცხოვრების საიდუმლოს უზიარებს ბავშვებს, არამედ ხელს უწყობს მათ დაახლოებას ბუნებასთან.
