ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

15,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

286

ISBN

9789941239526

მარაგში

აღწერა

ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია. წარსულში მომხდარი საშინელი უსამართლობის გამოსწორების სურვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და უფროს და უმცროს პოტერებს მიახვედრებს, რომ ბნელი ძალა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კუთხეში ჩასაფრებული გველოდეს. ჯოან როულინგის, ჯონ ტიფანისა და ჯეკ თორნის ორიგინალურ ახალ ისტორიაზე დაფუძნებული „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ორნაწილიან პიესად ჯეკ თორნმა გადაამუშავა. ჰარი პოტერის მერვე ისტორია პირველია, რომელიც ოფიციალურად დაიდგა თეატრის სცენაზე. ეს სპეციალური გამოცემა სასცენარო ტექსტის ნაბეჭდ ვერსიას წარმოადგენს და კვლავ ჰარი პოტერის, მისი მეგობრებისა და ოჯახის კვალდაკვალ გვამოგზაურებს.