ჰომო ფაბერი
13,90 ₾
| ავტორი | მაქს ფრიში |
|---|---|
| მთარგმნელი | დალი ფანჯიკიძე |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2022 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 252 |
| ISBN | 9789941309878 |
| წიგნის სერია | ლიტოდისეა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
არტიკული:
12027
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა
აღწერა
შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი Homo Faber (ჰომო ფაბერი) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს.
შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.
