რძესავით თეთრი და სისხლივით წითელი (13 წელი)

8,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

232

ISBN

9789941 489846

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 94531 კატეგორია:
აღწერა

იტალიელი მწერლის ალესანდრო დ’ავენიას რომანი „რძესავით თეთრი, სისხლივით წითელი“ ერთგვარი რეცეპტების კრებულია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ნაწარმოები სწორედ მოზარდობის ქარიშხლიან პერიოდს ეხება და ცდილობს, ამ ასაკის აფორიაქებულ სულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, წყვდიადით მოცული საკითხები გაუნათოს, სული დაუმშვიდოს, ცხოვრების არსი და აზრი დაანახვოს, საკუთარი თა­ვის რწმენა ჩაუსახოს, რათა იყვნენ ისინი, ვინც არიან; იყვნენ თავი­სუფალნი და ჰქონდეთ ოცნება, როგორც გზამკვლევი ცხოვრები­სეულ ლაბირინთებში. რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი თექვსმეტი წლის ბიჭის ამბავს. ლეოს უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ფეხბურთის თამაში და მოპედით ქროლა. ლიცეუმში გა­ტარებულ დროს ფუჭად მიიჩნევს, მასწავლებლებს კი – „გადაშენე­ბის პირას მისულ სახეობებად“. როდესაც ისტორიისა და ფილოსო­ფიის ახალი მასწავლებელი მოდის, მას ჩვეული ანტიპათიით ხვდება. მაგრამ გადის სულ მცირე დრო და საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე მდგარ ლეოს სწორედ ის უწვდის დახმარების ხელს. გადატა­ნილი და განცდილი, თავქარიან ლეოს პიროვნებად აქცევს. ეს არის რომანი მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაციის შესახებ, მნიშვნე­ლოვანი ცხოვრებისეული ფასეულობების გაცნობიერებით. უამრავ ენაზე თარგმნილი ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.