66 სონეტი

3,00 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

28

ISBN

9789941430763

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

SKU: 92540 კატეგორია:
აღწერა

უილიამ შექსპირის სონეტთაგან საქართველოში ყველაზე გავრცელებულია სამოცდამეექვსე სონეტი, ცნობილი ფილმის, – „მონანიება“ – პერსონაჟის დეკლამაციისა და უფრო კი იმის გამო, რომ სონეტის შინაარსი საქართველოში ოდინდელ და დღესაც არსებულ ვითარებას ეხმაურება.

1998-99 წლებში გორის სალიტერატურო ჟურნალ „კლდეკარში“ რედაქტორისა და გამომცემლის, მწერალ ოთარ ჩხეიძის ინიციატივით დაიბეჭდა სამოცდამეექვსე სონეტის ძველი და ახალი თარგმანები, რასაც ახალ ათასწლეულში რამდენიმე თარგმანი შეემატა.

კრებულში შესულია შალვა დადიანის, გივი გაჩეჩილაძის, რევაზ თაბუკაშვილის, კოტე ყუბანეიშვილის, ინესა მერაბიშვილის, გენადი მარგველაშვილის, მაია ჯიჯეიშვილის, ლელა სამნიაშვილის, მედეა ზაალიშვილის, ალექსანდრე ელერდაშვილის, ანი კოპალიანის თარგმანები.

შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო პაატა ჩხეიძემ.