David Kakabadze Z: The Plastic Ornament of the Epoch დავით კაკაბაძე Z
150,00 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
112 |
ISBN |
9788301202835 |
მარაგში
“დავით კაკაბაძე: Z, ეპოქის პლასტიკური ორნამენტი.” The book is dedicated to the Georgian modern artist and inventor David Kakabadze (1889-1952). David Kakabadze’s only sculpture, “Z, The Speared Fish” (1925) is kept at Yale University Art Gallery as part of The Societe Anonyme collection created by Katherine Dreier and Marcel Duchamp . The book compares the importance of David Kakabadze’s creative work against the background of world avant-garde art of the beginning of the 20th century.
“Z, ანუ განგმირული თევზი” – ეს არის ქანდაკება, რომელიც 1925 წელს, პარიზში შექმნა დავით კაკაბაძემ. ამერიკელმა მხატვარმა და კოლექციონერმა ქეთრინ დრაიერმა ეს ქანდაკება პარიზის “დამოუკიდებელ მხატვართა” გამოფენიდან შეისყიდა და ევროპელ ავტორთა მრავალ ნამუშევართან ერთად, გემით ნიუ-იორკში გაგზავნა. 1926 წელს, ბრუკლინის მუზეუმში, მან და მარსელ დუშანმა მოდერნიზმის ხანის ხელოვნების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე დავით კაკაბაძე 19 ნამუშევრით იყო წარმოდგენილი, თანადროული მსოფლიოს წამყვან მხატვრებთან და მოქანდაკეებთან ერთად. 1953 წლიდან, ეს ქანდაკება, კაკაბაძის 16 გრაფიკულ ნამუშევართან ერთად, იელის უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება, ქეთრინ დრაიერისა და “ანონიმური საზოგადოების” კოლექციაში. წიგნში დავით კაკაბაძის ნამუშევრები წაროდგენილია “ანონიმური საზოგადოების” მდიდარი კოლექციის ფონზე, რის საფუძველზეც წარმოჩენილია მხატვრის მნიშვნელობა თანადროული ავანგარდული ხელოვნების კონტექსტში. წიგნი მდიდარია იელის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ილუსტრაციებით, რომლებიც წარმოგვიდგენენ არა მხოლოდ კაკაბაძეს, არამედ მონდრიანსა და კანდინსკის, ბრანკუსის და გაბოს, შვიტერსსა და მარსელ დუშანს, ერნსტსა და მენ რეის, მოჰოლი-ნაგის და მოდერნისტული ხელოვნების მრავალ სხვა ლიდერს.