აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა

13,90 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა317
ISBN9789941306242
წიგნის სერია

არ არის მარაგში

არტიკული: 19665 კატეგორია:
აღწერა

„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

ზურაბ ლეჟავა ავტორია ათამდე პროზაული კრებულისა, რომელთაგან წიგნმა – „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში „წლის წიგნი“.

ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“, რომელიც 2011 წელს შევიდა კრებულში „ევროპის 20 საუკეთესო მოთხრობა“, „უხურდავებელი მონეტა“ 2010 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, ხოლო „ერთი კრუშკა სისხლი“ 2017 წელს ითარგმნა გერმანულ ენაზე.