ვიღაცას სიკვდილის ბუზი დააჯდა
11,90 ₾
| ავტორი | მარი ბექაური |
|---|---|
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | მაგარი |
| გვერდების რაოდენობა | 160 |
| ISBN | 9789941379178 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
აღწერა
ვის დააჯდებოდა სიკვდილის ბუზი, თუ არა კაცს, რომელმაც არაერთი ქალი გაამწარა?
ჯადო, სასიყვარულო დრამები, სულიერი გამოღვიძება, შანტაჟი, ძარცვა და ყოვლად დაუჯერებელი ამბები… წიგნის პერსონაჟები უჩვეულო ისტორიებში ეხვევიან და ტრანსფორმაციას გადიან, რადგან ყოველთვის დგება წამი, როცა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავენ და ხვდებიან: რეალობა სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც აქამდე ეგონათ.
მარი ბექაურის იუმორისტული მოთხრობები, ერთი შეხედვით, აბსურდულ ამბებს აღწერს. თუმცა, თუ დაუკვირდები, ეს ისტორიები ძალიანაც ნამდვილია და ყოველდღე ხდება.
