თამაშები რომლებსაც ადამიანები თამაშობენ

12,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

213

ISBN

9789994054398

მარაგში

არტიკული: 15594 კატეგორია:
აღწერა

ერიკ ბერნი (ერიკ ლენარდ ბერნშტეინი) დაიბადა 1910 წელს, კანადაში, რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში. 1935 წელს მოიპოვა მედიცინის დოქტორისა და ქირურგიის მაგისტრის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში, მონრეალში, შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. იმ დროისათვის მომძლავრებული ანტისემიტური განწყობების საპასუხოდ, მან გვარი შეიცვალა და ერიკ ბერნი გახდა.
1941 წლიდან ბერნი საგანგებო კურსს გადის ნიუ-იორკის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში, სადაც თვითონ ბერნის ანალიზს ზიგმუნდ ფროიდის ყოფილი კოლეგა, პოლ ფედერნი უძღვება. ფსიქოანალიზის სასწავლო კურსი ბერნმა ერიკ ერიკსონის ხელმძღვანელობით გაიარა. თუმცა, დროთა განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო დაშორდა ორთოდოქსულ ფსიქოანალიზს, შესაბამისად, სან-ფრანცისკოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტმა სამჯერ უთხრა უარი წევრად მიღებაზე.
თხუთმეტ წელიწადში ბერნისა და ორთოდოქსული ფსიქოანალიზის გზები საბოლოოდ გაიყარა. რამდენიმე წლის შემდეგ კი თვითონ ბერნმა განაცხადა თავაზიანი უარი ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის წევრობაზე…
1950-იან წლებში ის თავის მიმდევრებთან ერთად მუშაობს ტრანსაქციური ანალიზის თეორიზე, რომელსაც 1961-1963 წლებში ორ სამეცნიერო ნაშრომს მიუძღვნის.
1964 წელს გამოიცა “თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ” _ერიკ ბერნის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ “თამაშები” პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის დაიწერა, ის უზარმაზარი ბესტსელერი გახდა, ხოლო ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დღემდე 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი იცით საკუთარი თავისა და იმ ნაცნობ-უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევთ? იქნებ გაიგოთ, ვინ რა თამაშს თამაშობთ…