თეთრი ღამეები
24,95 ₾
| ავტორი | ურშულა ჰონეკი |
|---|---|
| მთარგმნელი | კატია ვოლტერსი |
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2025 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 192 |
| ISBN | 9789941318788 |
| წიგნის სერია | 21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
მკითხველები ასევე ირჩევენ
პოლიტიკური გაკვეთილები
17,00 ₾წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.
ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი
10,00 ₾რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.
