ქურდი და ძაღლები
12,90 ₾
| ავტორი | ნაჯიბ მაჰფუზი |
|---|---|
| მთარგმნელი | შალვა დათიაშვილი |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 137 |
| ISBN | 9789941378706 |
| წიგნის სერია | ლიტოდისეა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) პირველი და დღემდე ერთადერთი არაბი მწერალია, რომელიც 1988 წელს ლიტერატურის დარგში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
„ქურდი და ძაღლები“ გასული საუკუნის სამოციანი წლების პირველ ნახევარშია დაწერილი. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ციხიდან ახლად გამოსული საიდ მიჰრანია, რომელიც შურისძიების დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი და ცდილობს დაკარგული ცხოვრების დაბრუნებას: შვილის სიყვარულის მოპოვებას, ღირსების აღდგენასა და სამართლიანობის პოვნას. თუმცა პირისპირ ეჩეხება მისთვის უცხო და მტრულად განწყობილ საზოგადოებას, ღალატს, სიცრუესა და ძალაუფლებას.
შესაძლებელია კი შურისძიებით სამართლიანობის აღდგენა? აქვს თუ არა ადამიანს შანსი, წარსულის შეცდომებს გაექცეს? როგორ შეიძლება იქცეს სიყვარულისა და სიმართლის ძიების სურვილი თვითგანადგურების გზად?
ნაწარმოებში მაჰფუზი ოსტატურად, ლაკონიურად, ფსიქოლოგიური სიზუსტითა და სიმბოლური ენით ქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ეპოქის ეგვიპტის სოციალურ პორტრეტს, არამედ აღწერს მორალურ კრიზისში მყოფი ადამიანის ტრაგედიას, რომელიც ნაცნობია ყველა ეპოქისათვის და, მათ შორის, არც დღევანდელი სასტიკი, ულმობელი და უსამართლო სამყაროსთვისაა უცხო.
