მეჩეჩი
13,30 ₾
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
471 |
ISBN |
7996 |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
და როგორ შეიძლება ისევ და ისევ არ განცვიფრდე, მოწიწებამ არ დაგამუნჯოს, როცა გაიხსენებ, როდის იქმნებოდა ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებები!..
როდესაც ჯერ კიდევ ჰაერში ჟღრიალებდა ცოტა ხნის წინათ ჩაგრიალებული აპოკალიპსურიკევრის (№ ..37) ექო, და კალოდან ჯერ არ ამშრალიყო სისხლის რუები, ჯერ არ გადაგვილიყო გალეწილ სიცოცხლეთა ნაფლეთები, დაგლეჯილი წიგნები, საქაღალდეები, ფურცლები, ფუნჯები, კალმები თუ წითელი მიხაკი. როდესაც ზეცას სამუდამო ჩრდილად შერჩენოდა ქვეყნის თავზე აღმართული უზარმაზარი ცელი, რომელიც კიდევ
როდის და ვისკენ დაიძვრებოდა, არავინ იცოდა,
და ამ მოლოდინში გაქვავებულიყვნენ სახეზე ხელებაფარებულნი (იქიდან მოკიდებული -–- ჩვენი
მუდმივი შინაგანი პოზა — პოზა შიშისა!) და ხშირად თავდასაცავად ქვას ისროდნენ მეორისაკენ
მათსავით სახეზე ხელებაფარებულისაკენ…